ფეხბურთი

4:03 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„იუვე“ „ნაპოლის“ ანადგურებს და „რომას“ უახლოვდება

სერია A-ში მეორე-მესამე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება ძალიან საინტერესო იყო. „იუვენტუს სთედიუმზე“ გამართული მატჩი თვალსასეირო გამოდგა და „იუვენტუსის“ გულშემატკივართა სასიხარულოდ, მასპინძელი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

პირველი ტაიმი „იუვენტუსის“ დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და ტურინელებმა ანგარიშის გახსნა უკვე მე-2 წუთზე მოახერხეს, თუმცა მათ ამაში მსაჯის შეცდომაც დაეხმარათ. ისლას მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმის შემდეგ ტევესმა ბურთს მიმართულება შეუცვალა, ხოლო შორეულ კუთხეში მყოფმა ლიორენტემ ნეაპოლელთა კარში პირველი გოლი გაიტანა. არბიტრის შეცდომა იმაში გამოიხატა, რომ როდესაც ტევესი ბურთს შეეხო, ლიორენტე თამაშგარე მდგომარეობაში იყო და მას გოლი არ უნდა ჩაეთვალა.

პირველ ტაიმში, „ბებერმა სინიორამ“ კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ რეინა ბრწყინვალე იყო.

მე-2 ნახევარში სტუმრები უფრო ბევრს უტევდნენ, მაგრამ გოლები, თან ლამაზი, მხოლოდ „იუვენტუსს“ გაჰქონდა.

74-ე წუთზე, პირლომ საჯარიმო დარტყმა ისე ოსასტურად შეასრულა, რომ რეინაც უძლური იყო.

თამაშის მშვენება გოლი მე-80 წუთზე გავიდა. კარიდან დაახლოებით 20 მეტრში მყოფმა პოგბამ ვიდალის გადაცემა მიიღო და მიწაზე დაუშვებლად, ძალიან ლამაზი დარტყმით, ბურთს ადგილი რეინას კარში მიუჩინა.

ამ მოგებით, „იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ 3 ქულით გაასწრო და ლიდერ „რომასთან“ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. საწყისი 10 თამაშის მოგების შემდეგ, დედაქალაქელებმა ზედიზედ მე-2 ფრე ითამაშეს, ამჯერად სახლში და გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფ „სასუოლოსთან“.

რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „რომამ“ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როდესაც ლონგიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. „რომას“ გულშემატკივრები მორიგი მოგების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, როდესაც მასპინძელთა საჯარიმოში არსებული არეულობით ბერარდიმ ისარგებმა და ძლიერი დარტყმით გუნდს ქულა მოუტანა. ეს მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე მოხდა. ცნობისთვის, ეს ის ბერარდია, წინა ტურში, „სამპდორიას“ 3-ჯერ რომ გაუტანა და „სასუოლოს“ სერია A-ს გასვლით მატჩში ისტორიაში პირველად მოაგებინა.

კვლავ არაფერი ეშველა „მილანს“, რომელმაც ზედიზედ მე-4 მოუგებელი თამაში ჩაატარა. „როსონერი“ ბოლოადგილოსან „კიევოს“ ეწვია და დიდი უპირატესობის მიუხედავად, ალეგრის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, თუმცა არც თავად გაუშვეს. თამაშის შემდეგ, მილანელთა თავკაცი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად ბრძოლა არარეალურია, რაშიც მას, ალბათ, ვერავინ შეეწინააღდეგება, რადგან „მილანი“ მე-3 ადგილზე მყოფ „ნაპოლის“ უკვე 15 ქულით ჩამორჩება.

ბოლო 5 თამაშიდან მე-4 მოიგო „ფიორენტინამ“. ფლორენციელებმა ცუდ ფორმაში მყოფ „სამპდორიას“ უმასპინძლეს და ჯუზეპე როსის დუბლის წყალობით 2:1 იმარჯვეს. მასპინძელთა 49-ე ნომერმა თავი მე-11 და მე-17 წუთზე გამოიჩინა, რითიც გაბიადინის მიერ მე-2 ტაიმში გატანილ გოლს პრაქტიკული მნიშვნელობა დაუკარგა. როსის მე-2 გოლი ეფექტური გამოდგა - მან საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით გაიტანა.

 

ჯენოა-ვერონა 2:0 (2:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი“ 19000

ჯენოა (3-4-2-1): პერინი, ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი, ვრსალჟკო, კოფიე, მათუსალემი (ლოდი 61), ანტონელი (მარკეზე 51), ფეტფაციდისი, კუცკა (სამპირიზი 89), ჯილარდინო.

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე (კაჩა 60), გონსალესი, მაიეტა, აგოსტინი, რომულო, ჟორჟინიო, ჰალფრედსონი (დონატი 29), იტურბე (მარტინიო 72), ტონი, იანკოვიჩი.

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

გოლები: 1:0 პორტანოვა (29), 2:0 კუცკა (35).

გაფრთხილებები: კოფიე 15 - გონსალესი 16, კაჩატორე 37.

მსაჯი: ანჯელო სერველერა.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 12 (3)-25 (4), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-1, ჯარიმა: 8-8.

 

ატალანტა-ბოლონია 2:1 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000

ატალანტა (4-4-2): კონსილი, სკალონი, კანინი, სტენდარდო, ბრივიო, რაიმონდი, ჩიგარინი, მილიაჩო (ბაზელი 66), მორალესი (ბრიენცა 86), ლივაია, დე ლუკა (მარილუნგო 57)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო

ბოლონია (3-1-4-2): კურჩი, გარიკსი, სორენსენი, ანტონსონი, კრინი, კრესპო (ბიანკი 74), კონე, ლაშალტი (დელა როკა 63), მორლეო, დიამანტი, კრისტალდო (ხრისტოდულოპულოსი 82)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 ბრივიო (73), 1:1 ბიანკი (77), 2:1 ლივაია (90+3)

გაფრთხილებები: მილიაჩო 40, ბაზელი 71, ლივაია 90+4 - ანტონსონი 17, დიამანტი 62

მსაჯი: დანიელე დოვერი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 13 (3)-11 (4), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 3-1, ჯარიმა: 16-17.

 

კალიარი-ტორინო 2:1 (1:0)

კალიარი, “სანტ ელია” 7500

კალიარი (4-3-3): ავრამოვი, პიზანო (კოსუ 75), როსეტინი, ასტორი, მურუ, დესენა, კონტი, ერიკსონი, ნაინგოლანი (კაბრერა 88), საუ (იბრაიმი 80), იბარბო.

მწვრთნელი: ივო პულგა.

ტორინო (4-3-3): პადელი, დარმიანი, ბოვო, მორეტი, დ’ამბროზიო, ბაშა, ვივესი, ბრიგი (მეჯორინი 90), ჩერჩი, იმობილე, ელ კადური (ბელომო 69).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლები: 1;0 კონტი (43), 1:1 იმობილე (52), 2:1 კონტი (88).

გაფრთხილებები: პიზანო 40, იბარბო 55, კონტი 60, ნაინგოლანი 82 - ელ კადური 21, მორეტი 41, ბელომო 87, ვივესი 90+1.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 10 (5)-9 (4), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-6, სეივი: 3-3, ჯარიმა: 19-11.

 

კიევო-მილანი 0:0

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 11000

კიევო (3-4-1-2): პუჯონი, ფრეი, დაინელი, სეზარი, სარდო, რადოვანოვიჩი, ესტიგარიბია (ჰეტემაი 46), პამიჩი, რიგონი, პალოსკი (აკოსტი 79), ტერო (პელისიე 65).

მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.

მილანი (4-4-1-1): აბიატი, აბატე, საპატა, მექსე, ემანუელსონი, პოლი (კონსტანტი 78), დე იონგი, მონტოლივო, მუნტარი (რობინიო 66), კაკა (კრისტანტე 85), მატრი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გაფრთხილებები: სეზარი 35, რიგონი 76, პელისიე 90+1 - მონტოლივო 45+1.

გაძევებები: პელისიე 90+1 - მონტოლივო 83.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 25%-75%, დარტყმა: 6 (2)-23 (3), კუთხური: 2-8, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 15-8.

 

პარმა-ლაციო 1:1 (0:0)

პარმა, “ენიო ტარდინი” 12000

პარმა (3-4-1-2): მირანტე, კასანი, ლუკარელი, ფელიპე, როზი, პაროლო, ობი (ვალდესი 26), გობი, მარკიონი, კასანო (ამაური 81), პალადინო (სანსონე 45).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

ლაციო (4-3-3): მარკეტი, პერეირინია (კავანდა 86), ნოვარეტი, კანა, რადუ, ონაზი, ლედესმა, ერნანესი (ბილია 70), კანდრევა, კლოზე (ფლოკარი 84), კეიტა.

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

გოლები: 0:1 კეიტა (50), 1:1 ლუკარელი (64).

გაფრთხილებები: პაროლო 72, ფელიპე 80 - პერეირინია 28, კლოზე 75.

გაძევება: როზი 86.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 10 (4)-13 (4), კუთხური: 4-9, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-3, ჯარიმა: 5-8.

 

რომა-სასუოლო 1:1 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო” 40000

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბურდისო, კასტანი, ბალძარეტი, პიანიჩი (კაპრარი 76), დე როსი, სტროოტმანი, ფლორენცი (მარკინიო 84), ბორიელო (ბრედლი 33), ლიაიჩი.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

სასუოლო (3-4-1-2): პეგოლო, ანტეი, ბიანკო, აჩერბი, გაცოლა (კურტიჩი 73), მისიროლი (ფარიასი 64), მანიანელი (ზაზა 78), მარონე, ლონგი, ფლორო, ბერარდი.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლები: 1:0 ლონგი (19, ს.კ.), 1:1 ბერარდი (90+4).

გაფრთხილებები: სტროოტმანი 37, ფლორენცი 37, ლიაიჩი 77 - მანიანელი 30, ფლორო 66, ბერარდი 68, კურტიჩი 79.

მსაჯი: პიერო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 16 (6)-11 (7), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 6-5, ჯარიმა: 9-15.

 

ფიორენტინა-სამპდორია 2:1 (2:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი” 28000

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი, ვალერო, ფერნანდესი (ვეჩინო 84), ხოაკინი (ვარგასი 69),  როსი, კუადრადო (რებიჩი 79).

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

სამპდორია (3-4-1-2): და კოსტა, მუსტაფი, პალომბო, რეჯინი, დე სილვესტრი, ობიანგი, კრსტიჩიჩი, ბერარდი (გავაცი 60), გენცოღლუ (ვსზოლეკი 52), გაბიადინი (პოცი 85), ედერი.

მწვრთნელი: დელიო როსი.

გოლები: 1:0 როსი (11, პენ), 2:0 როსი (17), 2:1 გაბიადინი (74).

გაფრთხილებები: ბერარდი 10, გენცოღლუ 51, მუსტაფი 68, ედერი 84.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 14 (5)-13 (3), კუთხური: 9-1, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-3, ჯარიმა: 7-14.

 

იუვენტუსი-ნაპოლი 3:0 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38000

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა, პირლო, ისლა, ვიდალი (მარკიზიო 86), პოგბა, ასამოა, ტევესი (პელუზო 84), ლიორენტე (კვალიარელა 88).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, არმერო, ბეჰრამი, ინლერი (საპატა 79), კალიეხონი (მერტენსი 71), ჰამშიკი, ინსინიე, იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

გოლები: 1:0 ლიორენტე (2), 2:0 პირლო (74), 3:0 პოგბა (80).

გაფრთხილებები: ბონუჩი 51, ოგბონა 57, ვიდალი 72 - ჰამშიკი 61.

გაძევება: ოგბონა 83.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 14 (10)-13 (5), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 5-7, ჯარიმა: 16-15.

0.259105