მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის იუპ ჰაინკესის აზრით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ტურინის “იუვენტუსის” სახით, ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა.
“იუვენტუსს” საუცხოოდ ვიცნობ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ტურინელთა თამაში საკმაოდ ხშირად ვნახე. შარშან, ისინი ჩემპიონები გახდნენ და როგორც ჩანს, ტიტულს წელსაც დაიცავენ. დღესდღეობით, ეს უძლიერესი იტალიური კლუბია, რომელიც საუცხოო სტადიონზე თამაშობს. ტაქტიკურად ძალიან განსწავლული გუნდია, რომელიც საუცხოოდ უტევს და თავს საიმედოდ იცავს. დარწმუნებული ვარ, რომ ორი საუცხოო მატჩი გველის და იმედია, ჩვენ გავიმარჯვებთ. ვფიქრობ, ორივე გუნდი შეუტევს. “იუვენტუსი” ძალიან ძლიერი მეტოქეა” – იუწყება ჰაინკესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.