იტალიური მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ სეზონის ბოლოს, “მილანი” მთავარი მწვრთნელის პოსტზე “ბოტაფოგოს” ნახევარმცველის – კლარენს ზეედორფის დანიშვნას გეგმავს.
“მილანი” ჩემით ინტერესდება? მოხარული ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ “ბოტაფოგოზე” ვფიქრობ, შემდეგ კი, ვნახოთ”, - განაცხადა ვეტერანმა ჰოლანდიელმა.
შეგახსენებთ, რომ ზეედორფი “მილანის” ღირსებას 2002 წლიდან 2012 წლამდე იცავდა.