ფეხბურთი

14:35 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის შემადგენლობაში ცვლილებებია

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ნაკრებში "ტორინოს" თავდამსხმელი ფაბიო კუალიარელა და ტურინის "იუვენტუსის" მცველი ანჯელო ოგბონა გამოიძახა.

"პარმას" უკანახაზელმა გაბრიელ პალეტამ, ნაკრების პირველსავე შეკრებაზე ტრავმა მიიღო და კონტემ "ბიანკონერის" მცველ ოგბონას უხმო.

რაც შეეხება კუალიარელას, "ტორინოს" თავდამსხმელი კიდევ ერთ ტრავმირებულ პაბლო ოსვალდოს ჩაანაცვლებს.

26 წლის ანჯელო ოგბონას იტალიის ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო 31 წლის კუალიარელას "სკუადრა აძურის" მაისურით 26 მატჩი ჩაუტარებია და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია.

იტალიის ეროვნული ნაკრები 4 სექტემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში ჰოლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობა.

იორგი ბალახაძე

0.132877