იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელი ანტონიო კონტე მიიწვია. ამის შესახებ “სკაი სპორტსი” იუწყება.
იტალიელებს სურთ, რომ კონტემ ეროვნული ნაკრები ტურინის “იუვენტუსის” პარალელურად გაწვრთნას. რამდენიმე დღის წინათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ანალოგიური წინადადებითYმადრიდის “რეალის” დამრიგებელ კარლო ანჩელოტისაც მიმართა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.
კონტეს გარდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მასიმილიანო ალეგრის, ფრანჩესკო გვიდოლინის, ლუჩიანო სპალეტისა და რობერტო მანჩინის კანდიდატურებსაც განიხილავს.