ფეხბურთი

11:35 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებს კიელინი გამოკლდა

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” მცველი ჯორჯო კიელინი ეროვნულ გუნდს ჰოლანდიასთან ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 30 წლის ფეხბურთელი 4 სექტემბერს ბარიში გასამართ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა კიელინი მწყობრში ჩადგომას ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩამდე, რომელსაც იტალიელები 9 სექტემბერს სტუმრად ნორვეგიასთან ჩაატარებენ. 

0.116159