სხვა

15:02 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალიასთან 10-ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, მე-3 მარცხი განიცადა. იოვან პოპოვიჩის შეგირდები ამჯერად A ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ იტალიას გაეჯიბრნენ და 5:15 წააგეს.

ჩვენი გუნდიდან დუბლი მარკო ელაჩამ შეასრულა (მან ერთი გოლი ულამაზესი დარტყმით გაიტანა), თითო-თითო გოლით კი თავი მარკო ელეზმა, ტატო ნიკოლეიშვილმა და მარინო ფრანიჩევიჩმა გამოიჩინეს.

იტალიელთა მხრიდან გოლები ერთბაშად 8 წყალბურთელმა შეაგდო, ყველაზე შედეგიანები კი ნიკოლო ფიგარი და მატეო აიკარდი იყვნენ 3-3 ბურთით.

საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩი 19 ივლისს რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ელის და იქნებ, ნანატრ გამარჯვებასაც გამოჰკრას ხელი.

 

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. 14-27 ივლისი. ბუდაპეშტი (უნგრეთი). A ჯგუფი. მე-3 ტური

იტალია – საქართველო 15:5 (3:2, 5:1, 5:1, 2:1)

საქართველო: ელაჩა (2), ელეზი (1), ნიკოლეიშვილი (1), ფრანიჩევიჩი (1).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127866