რაგბი

18:10 | 23.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

იტალია კიდევ უფრო დაგვიახლოვდა

 

იტალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ივნისის ტესტებზე ზედიზედ სამი მარცხი განიცადა და მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში მორიგი ქულები დაკარგა და ახლა საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 0,46 ქულით უსწრებს.

“აძურა” ამჯერად იაპონიას ეწვია და 23:26 დამარცხდა. იაპონია, რომელიც ბოლო დროს საგრძნობლად გაძლიერდა და ნოემბერში საქართველოს ეწვევა, ყოველთვის ახერხებდა დაწინაურებას, იტალია კი, მას კვალში მიყვებოდა. ტაიმის 13:13 დასრულების შემდეგ, მასპინძლებმა საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და 59-ე წუთზე ანგარიში 26:16 გახდა. სტუმრებმა საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს და ნოემბერში “ბორჯღალოსნებს” მათი გადასწრების შანსი ექნებათ.

სამაგიეროდ, იაპონიამ ორი ტესტ-მატჩისა და ორი წყნარი ოკეანის შეხვედრის მოგებით, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და მე-10-ე ადგილამდე დაწინაურდა, ამუ, წინა კვირასთან შედარებით კიდევ ორი საფეხურით წინ წაიწია. ამჯერად აზიელებმა ფიჯი და არგენტინა ჩამოიტოვეს და არსებობის ისტორიაში საუკეთესო - მე-10-ე ადგილს უწიეს.

არგენტინა ირლანდიასთან ორი მარცხის შემდეგ, შოტლანდიას დაუხვდა და საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე 19:10 იგებდა, მაგრამ მერე ორი ჯარიმა, ხოლო მათ შუაში ლელო გაუშვა და 19:21 დამარცხდა. ფიჯი წყნარი ოკეანის თასზე სამოას მასპინძლობდა 13:18 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი 45-ე წუთზე დაფიქსირდა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამავე ტურნირის ფარგებლებში, აშშ-მ, კანადას თითქმის წაგებული თამაში შემოუტრიალა და 38:35 იმარჯვა. ამით კანადამ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და მათ რუსეთმა გადაასწრო, რომელმაც ბუქარესტის ტურნირის მეორე ტურში რუსეთი მსაჯის დახმარებით 20:18 დაამარცხა. დასკვნით მატჩში “მუხებს” “მზარდმა ირლანდიამ” 31:10 აჯობა და თასი არ დაანება, მაგრამ ამ შედეგს რეიტინგზე არ უმოქმედია. სამაგიეროდ, რუმინელებთან მარცხის შემდეგ რუსეთს ურუგვაიმაც მოუგო (13:6) და მას რეიტინგში ადგილი გაუცვალა.

გასულ კვირაში ავსტრალიამ საფრანგეთს 39:13 სძლია, ახალმა ზელანდიამ ინგლისი 36:13 დაამარცხა, ხოლო სამხრეთ აფრიკამ უელსს ბრძოლაში 31:30 აჯობა, თუმცა, ამ შეხვედრებს რეიტინგში გადაადგილებები არ გამოუწვევია. “თბილისის თასზე” არგენტინის “იაგუარებთან” მარცხს და “მზარდი იტალიის” დამარცხებას არ შეუცვლია საქართველოს ნაკრების სარეიტინგო მაჩვენებელიც და ის ნოემბრამდე 70,46 ქულით მე-15-ე პოზიციაზე რჩება.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 23 ივნისისთვის

1      (1). ახალი ზელანდია     93,81

2      (2). სამხრეთ აფრიკა      89,34

3      (3). ავსტრალია      86,94

4      (4). ინგლისი         85,68

5      (5). ირლანდია       83,44

6      (6). უელსი      80,70

7      (7). საფრანგეთი    80,01

8      (8). შოტლანდია    77,78

9      (9). სამოა    76,59

10    (12). იაპონია    75,39

11    (10). ფიჯი      74,56

12    (11). არგენტინა     73,98

13    (13). ტონგა      72,58

14    (14). იტალია      70,92

15   (15). საქართველო     70,46

16    (17). რუმინეთი         68,42

17    (16). კანადა        68,01

18    (18). აშშ         67,30

19    (20). ურუგვაი     62,89

20    (19). რუსეთი      62,06

21    (21). ესპანეთი       60,65

22    (22). ნამიბია       58,79

23    (23). ჰონკონგი     58,47

24    (24). პორტუგალია      57,73

25    (25). კორეა        57,22

26    (26). გერმანია     57,19

27    (27). ჩილე      54,54

28    (28). მოლდოვა      54,10

29    (29). ბელგია    53,90

30    (30). ზიმბაბვე       53,56

31    (31). ჰოლანდია      53,16

32    (32). უკრაინა      52,37

33    (33). კენია       51,75

34    ...

0.284063