სხვა

21:00 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელი - საქართველო 29:28

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ქალაქ აშდოდში ისრაელის ეროვნულ გუნდთან 28:29 წააგო. 

პირველი ტაიმი ისრაელმა 16:14 მოიგო. მეორე ნახევრის უმეტეს დროს ქართველები ლიდერობდნენ. ტაიმის შუაში - 22:20, ხოლო დასრულებამდე 3 წუთით ადრე - 28:27.
ისრაელის ნაკრები, საქართველოს მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაციას თამაშობს. მე-4 ჯგუფში ჯერჯერობით ოთხივე გუნდს 2-2 ქულა აქვს. ებრაელებმა სტუმრად წააგეს ბელგიასთან 28:29, შინ მიუგეს ჰოლანდიას - 28:26, მომდევნო თამაში კი 2 იანვარს აქვთ შინ საბერძნეთთან.
ამავე დღეს საქართველოს ნაკრები, რომელიც 2 ქულით პირველ ჯგუფში მეორე ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება თურქეთს. თურქებმა დღეს ამხანაგური მატში ითამაშეს ირანის ნაკრებთან და 27:28 დამარცხდნენ.
ისრაელში საქართველოს ნაკრებს აკლია ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე - სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია. ისინი გუნდს თურქეთში შეუერთდებიან.

ხვალ, 20 საათზე, რიშონში მეორე ამხანაგური მატჩი გაიმართება.

ისრაელი - საქართველო 29:28
27
დეკემბერი, აშდოდი. ამხანაგური მატჩი.

ისრაელი: იააკოვი, შიკლოში -  სმოლიერი 11, კოფმანი 5, ნათანი 3, დავდა 3, პომერანცი 2, როზენტალი 2, ტურელი 1, ვაისლერი 1, შიმონი 1, ტიპერი, შტელმანი, ტიუგი, ფრიდმანი, ჰერშკოვიცი, აპო, ვაქსმანი, სიჩენკო, სტრაიდომი (შვიდმეტრიანი 4/4, ორწუთიანი - 3)

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - რუსია 10, მსხვილიძე 4, გამზარდია 4, აბრამიშვილი 3, ჩიქოვანი 3, გვაზავა 2, ამირანაშვილი 1, მაისურაძე 1, ტალახაძე, სიმონია, ორჯონიკიძე, წითელიშვილი (პენალტი: 5/4, ორწუთიანი - მსხვილიძე, ჩიქოვანი, გაძევება - რუსია 59:47)


http://geohandball.ge/

0.180422