ფეხბურთი

13:33 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ისლანდიის საუკეთესო მატჩი ლაგერბეკის ხელმძღვანელობით

ისლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლარს ლაგერბეკმა, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში სახლში თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების (3:0) მერე განაცხადა, რომ მისი მუშაობის პერიოდში, ფეხბურთელებმა საუკეთესო თამაში აჩვენეს.

“ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მატჩი იყო. ჩემი შეგირდების მოქმედებებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთელი კვირა გულმოდგინედ ვემზადებოდით და პირველი ტაიმი საუკეთესო იყო იმ დროის განმავლობაში, რაც გუნდთან ერთად ვმუშაობ. შესვენების მერე, მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. ამ თამაშისთვის ბიჭების წარმოუდგენლად კმაყოფილი ვარ.

თურქეთის ნაკრებთან, რომელიც ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მთავარია გუნდურად და ორგანიზებულად ითამაშო, ასევე, ორთაბრძოლები არ წააგო. ჩვენს კართან შექმნილი ერთადერთი სახიფათო მომენტი მახსოვს”, – იუწყება შვედი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ვეგბვერდი.  

0.114631