მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ისკოს მსურველები არ აკლია. ესპანური მედიის ცნობით, 22 წლის ნახევარმცველს წინადადებები ინგლისიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან აქვს.
ისკოს გადაბირებას “ლივერპული”, “მილანი” და “სევილია” ცდილობენ. “რეალი” ახალგაზრდა ნახევარმცველს 30 მილიონ ევროდ აფასებს და ძნელად სავარაუდოა, ეს თანხა “სევილიამ” ან “მილანმა” გადაიხადოს. ამგვარად, ისკოსთვის ბრძოლაში, ფავორიტი “ლივერპულია”.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, ისკომ 32 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლსა და 7 საგოლე პასს მოუყარა თავი.