მადრიდის “რეალის” ახალწვეული ისკო, “სამეფო კლუბის” ფეხბურთელად პრეზენტაციის შემდეგ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ გუნდში თამაში მაქსიმუმია, რასაც შეიძლება ფეხბურთელმა მიაღწიოს.
“ფეხბურთელისთვის, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე “რეალში” თამაში. ეს მაქსიმუმია. მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადავდივარ და იმედი მაქვს, რომ გუნდს დავეხმარები და ბევრს ვისწავლი. ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ აქ სათამაშოდ მზად ვარ. სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ “რეალისთვის” უარის თქმა ძნელია.” – აცხადებს “რეალის” ახალი 23-ე ნომერი.
საინტერესოა, რომ 2009 წელს, როდესაც ჯერ კიდევ “ვალენსიას” მე-2 გუნდში თამაშობდა, ისკომ “რეალს” ქედმაღალი გუნდი უწოდა.