მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა შემტევი ნახევამრცველი ისკო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების უმთავრესი ფავორიტი მისი გუნდია.
“რეალი” ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაში ფავორიტია. რა თქმა უნდა, ზედმეტად თავდაჯერებულნი არ უნდა ვიყოთ, მაგრამ მე-10 თასის მოსაგებად ყველაფერს ვიღონებთ.” – აცხადებს ისკო, რომელიც სხვა თემებზეც საუბრობს.
“მესუთ იოზილის წასვლის შემდეგ ცოტა რამ შეიცვალა. ახლა, ჩვენ ბეილი გვყავს და ყველა მის დახმარებას ვცდილობთ. ზაფხულის ტრანსფერების გათვალისწინებით, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია.
“გალათასარაის” კარგი ფეხბურთელები და ერთგული გულშემატკივრები ჰყავს. ეს ვიცით და შევეცდებით მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. უესლი სნეიდერსა და დიდიე დროგბას კარგად ვიცნობ. მათ შესაჩერებლად ყველაფერს ვიღონებთ. გუნდი ამ თამაშისთვის შესანიშნავადაა მომზადებული.”