სანამ ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი ისკო “რეალთან” კონტრაქტს გააფორმებდა, ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მისი სიმპათიები უფრო “ბარსელონასკენ” იხრება, ვიდრე მადრიდული გუნდისკენ. არსებობს ამის მტკიცებულებაც – ისკოს ინტერვიუ, სადაც ის თავს “ანტიმადრიდისტას” უწოდებს. ამჟამად, თავად ფეხბურთელი ადასტურებს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ კატალონიელთა ვარსკვლავს, ლიონელ მესის მიიჩნევს, რომლის საპატივცემულოდაც თავის ძაღლს სახელი დაარქვა.
“ძაღლს სახელად მესი შევურჩიე, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ვფიქრობ, ჩემი ძაღლიც მსოფლიოში საუკეთესოა.” – ციტირებს ისკოს სიტყვებს Goal-ი.