ჩოგბურთი

17:50 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისევ რაფა და ნოლე...

 

რაფა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩის მონრეალის „მასტერზ1000“-ის ნახევარფინალური შეხვედრა  მიმდინარე წლის საუკეთესო საჩოგბურთო მატჩად დაასახელეს. კანადის კვებეკის შტატში გამართული დაპირისპირება 6:4, 3:6, 7:6 ესპანელის მოგებით დასრულდა.

მეორე ადგილი წილად ჯოკოვიჩისა და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს იმ შეხვედრას ხვდა, რომელიც შანხაის „მასტერზ1000“-ის ფინალში ჩატარდა და სერბის გამარჯვებით (6:1, 3:6, 7:6) დასრულდა.

ტოპხუთეულში შემდეგი მატჩები შევიდნენ

3. ინდიან უელსი. მესამე წრე. ნადალი-ერნესტს გულბისი (ლატვია) 4:6, 6:4, 7:5

4. მაიამი. ფინალი. ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი)-დავიდ ფერერი (ესპანეთი) 2:6, 6:4, 7:6

5. მადრიდი. მეორე წრე. გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი)-ჯოკოვიჩი 7:6, 6:7, 6:3

0.114058