ფეხბურთი

22:53 | 20.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდია იტალიას გაეჯიბრება

მომავალი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში, 7 სექტემბერს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩით დაიწყებს. აქედან გამომდინარე, კუნძულელთა სამომავლო შეხვედრები ქართველ გულშემატკივართა ინტერესს იწვევს.

მით უმეტეს, როცა, საქმე იტალიის ნაკრებსაც ეხება. ბრაზილიის მუნდიალის სტარტის წინ, 31 მაისს ლონდონის “ქრეივენ კოტეჯზე” (“ფულჰემის” საშინაო არენა) “სკუადრა აძურა” სამუნდიალე რეპეტიციას ირლანდიელებთან დაპირისპირებით გაივლის. ჩეზარე პრანდელის კრებულისთვის ხსენებული სარბიელი უცხო არაა. 2013 წლის ნოემბერში იტალიამ “ქრეივენ კოტეჯზე” ნიგერიას “უმასპინძლა” და მშვიდობიანად დაშორდა – 2:2.

ირლანდიასთან შეხვედრის შემდეგ კი “სკუადრა აძურა” ლუქსემბურგს გაეჯიბრება. მატჩი 4 ივნისს ჩატარდება, მისი გამართვის ადგილი კი ჯერჯერობით უცნობია.

0.129235