ქართველი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე გორის "დილას" დაუბრუნდა - "მსოფლიო სპორტმა" ინფორმაცია გუნდის მწვრთნელ გიორგი დევდარიანისგან შეიტყო. მაისურაძე "დილასთან" ერთად ვარჯიშობს, თუმცა ხორვატულ "ჰაიდუკთან" საპასუხო მატჩში, ბუნებრივია, ვერ ითამაშებს - უეფაში ევროპის ლიგის III ეტაპისთვის "დილას" ხომ განაცხადი გაგზავნილი აქვს. სამაგიეროდ, თუ "დილა" ფლეი-ოფში გავა, მაისურაძეს შეეძლება თამაში.
"ჯერჯერობით, სხვა სიახლე არაა. გუშინ გვქონდა პირველი ვარჯიში ხორვატიიდან დაბრუნების შემდეგ, დღეს დავისვენეთ და ხვალიდან ისევ შევუდგებით წვრთნას. სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დავბინავდებით, ხოლო წვრთნა საგურამოში" გვექნება" - გვითხრა დევდარიანმა.
შეხსენებისთვის, "დილა" - "ჰაიდუკის" საპასუხო მატჩი "მიხეილ მესხზე" 8 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.