სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” აწ უკვე ყოფილი წევრი, ფორვარდი ირაკლი ჩლაიძე (01.12.89) კარიერას მაკედონიის უმაღლესი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთ გუნდში გააგრძელებს, რომლის სახელსაც მოგვიანებით მოგაწვდით.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ჩლაიძის აღმზრდელმა მწვრთნელმა, “სოხუმის” დამრიგებელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
“ურთიერთშეთანხმება მიღწეულია და ჩლაიძეს მაკედონიურ გუნდში ჩარიცხვას კონტრაქტზე ხელის მოწერაღა აშორებს, რომელიც უახლოეს დროში შედგება”, - გვითხრა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ჩლაიძემ 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი იმდენად კარგად ჩაატარა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატთა სიაში მოხვდა.