ფეხბურთი

16:45 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი ტრავმირებულია

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მესუთ იოზილი შვედეთის ნაკრებთან მატჩში დაშავდა. The Guardian-ის ცნობით, 25 წლის პლეიმეიკერს მუხლის ტრავმა აწუხებს.

შვედებთან დაპირისპირებაში, ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა ტკივილი იგრძნო და მოედანი კოჭლობით დატოვა. დიდია ალბათობა იმისა, რომ იოზილმა “ნორვიჩთან” ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩი გამოტოვოს. სამაგიეროდ, არსენ ვენგერის გუნდს სანტი კასორლა უბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელებმა შვედებს 5:3 სძლიეს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125554