ფეხბურთი

12:27 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: “მინდა კარიერა “რეალში” დავასრულო”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი “სამეფო კლუბში” აქტიური სპორტული კარიერის დასრულებამდე დარჩენაზე ფიქრობს. ამის შესახებ ფეხბურთელმა ესპანურ სპორტულ გამოცემებს თავად უთხრა.

“ამჟამად “რეალთან” მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვაწარმოებ მოლაპარაკებას, მაგრამ კონკრეტულს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი და კლუბის სურვილები ერთმანეთს დაემთხვა. აქ ჩემი შესაძლებლობების სჯერათ. მე კი თავს ბედნიერად ვგრძნობ და იმედია, კარიერის ბოლომდე “რეალის” მაისურით ვითამაშებ”, – განაცხადა იოზილმა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114062