ლონდონის “არსენალის “ახალწვეული მესუთ იოზილი ნისლიან ალბიონზე გადაბარგებას არ ნანობს. მადრიდის “რეალის” ყოფილ პლეიმეიკერს ლონდონში ცხოვრება ძალიან მოსწონს.
“ლონდონში ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ეს ქალაქი უკვე ძალიან შემიყვარდა. თანაგუნდელები და მწვრთნელები ბოლომდე მენდობიან. პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ეს მახარებს”, - უთხრა ნახევარმცველმა ბრიტანელ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ იოზილი “არსენალში” ზაფხულის სატრანსფერო სეზონის ბოლო დღეს, “რეალიდან” გადავიდა.