ფეხბურთი

20:00 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი: “ბაიერნი” კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ არ გვეშინია”

ლონდონის “არსენალის” გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მესუთ იოზილი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მისი გუნდის მეტოქე მიუნხენის “ბაიერნი”, გასულ სეზონთან შედარებით, გაძლიერდა.

“ბაიერნს” ძალიან დიდ პატივს ვცემ. ეს დიდი კლუბია, რომელიც რთული მეტოქე იქნება.

ჩემის აზრით, “ბაიერნი”, გასულ სეზონთან შედარებით, კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ მიუნხენელების არ გვეშინია.

წინ 2 თამაში გველის, რომლებშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იმ კატეგორიის ფეხბურთელებს მივეკუთვნები, რომლებსაც ასეთი რთული და პრინციპული დაპირისპირებები უყვართ.” – ციტირებს იოზილის სიტყვებს Bილდ-ი.

“არსენალი” და “ბაიერნი” 1/8-ფინალის პირველ მატჩს 19 თებერვალს, ლონდონში, ხოლო განმეორებითს 11 მარტს, მიუნხენში გამართავენ.

0.115565