ფეხბურთი

11:39 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

იოსელიანი “კეჩკემეტიდან” მიდის

 

გივი იოსელიანმა უნგრეთის NBI-ის საფეხბურთო კლუბი “კეჩკემეტი” დატოვა.

22 წლის ქართველი ნახევარმცველი ხსენებულ კლუბში ზამთარში ქუთაისის “ტორპედოდან” გადავიდა და 6 თვეს პლუს 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თუმცა, “კეჩკემეტს” ფინანსური პრობლემები აქვს და როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, იოსელიანის მიმართ სახელფასო დავალიანება დაუგროვდა. გარდა ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელს მაინცდამაინს არ წყალობდა, რასაც სტატისტიკაც მოწმობს. იოსელიანმა “კეჩკემეტში” 4 მატჩი ითამაშა, აქედან სასტარტოში - მხოლოდ ერთი. შესაბამისად, მან კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11285