მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო მორიგ “იმპერატორის თასს” უახლოვდება. დიდმა ჩემპიონმა ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმა და კვლავაც ტიტულის მოგების უმთავრეს კანდიდატად რჩება. ჰაკუჰო ამჯერად დასავლეთის მე-4 მაეგაშირა ტაკეკაძეს გაუსწორდა იორიტაოშით.
6 მოგების კვალად მე-3 მარცხი შეემთხვა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს. გაგამარუს შიკონათი მოასპარეზე 26 წლის ქართველმა სუმოისტმა 21 წლის იაპონელ ჩიიოოტორისთან (დასავლეთის მე-12 მაეგაშირა) შიტატენაგეთი წააგო.
მიუხედავად ამისა, ჯუღელს, რომელიც ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, წოდებაში დაწინაურების კარგი შანსი აქვს.
აღნიშნულისთვის, გაგამარუს დარჩენილი 6 ბრძოლიდან ორის მოგებაც ეყოფა. ქართველ სეკიტორს მორიგი ორთაბრძოლა მონღოლ “არწივ” ტამავაშისთან (აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა)