სლოვენიის ეროვნული ნაკრების მცველმა ბოიან იოკიჩმა კონტრაქტი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში დანბრუნებულ “ვილიარეალთან” გააფორმა.
27 წლის ფეხბურთელმა უკანასკბელი ოთხი წელიწადი იტალიურ “კიევოში” გაატარა, ივნისში კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის კარიერას “ბურსასფორში” გააგრძელებდა, მაგრამ თურქულმა კლუბმა მისი დაყოლიება ვერ მოახერხა.
ესპანური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, იოკიჩმა “ვილიარეალთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სერია A-ში გატარებული ოთხწლიანი გამოცდილების გარდა, ბოიანს ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული 63 თამაში უმაგრებს ზურგს.