ფეხბურთი

15:27 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერში” 5 ახალწვეულია

 

მილანის “ინტერის” გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ ჟურნალისტებს 5 ახალი ფეხბურთელის შესახებ აუწყა. Football Italia-ს ცნობით, “ნერაძურიში” ითამაშებენ უგო კამპანიარო (“ნაპოლი”), რუბენ ბოტა (“ტიგრე”), მაურო იკარდი (“სამპდორია”), მარკო ანდრეოლი (“კიევო”), დიეგო ლაკსალტი (“დეფენსორ სპორტინგი”).

“ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ხმაურიანი ტრანსფერების  გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ 5 ახალწვეული მაინც გვყავს”, - განაცხადა ფასონემ.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, მილანელთა ოფიციალური საიტი ხსენებული ფეხბურთელების შესახებ არაფერს წერს.

0.118489