Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის “ინტერმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” ცენტრალურ მცველ ნემანია ვიდიჩის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა. 32 წლის სერბ ფეხბურთელს მანჩესტერელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. ამიტომ დიდი შანსია, გუნდის ხელმძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე გაყიდოს.
ადრე ბრიტანული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ “ინტერს” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ნახევარმცველ ნანის იჯარით გადაყვანა სურდა, მაგრამ ამჯერად ამ საკითხზე არავინ საუბრობს.
ნემანია ვიდიჩმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 15 მატჩი ჩაატარა.