ფეხბურთი

12:31 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” ტაიდერი დაიმატა

მილანის “ინტერის” ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდმა ალჟირელი ცენტრალური ნახევარმცველი საფირ ტაიდერი დაიმატა.

შეთანხმების დეტალები არ ხმაურდება. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ მილანელებმა “ბოლონიასგან” 21 წლის ფეხბურთელის უფლებების ნახევარი შეიძინეს.

ტაიდერი ფრანგული “გრენობლის” აღზრდილია, “ბოლონიამ” ის 2011 წელს შეიძინა. ტაიდერმა სერია A-ს 51 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ალჟირის ეროვნული ნაკრების მაისურით 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა. ცოტა ხნის წინ “ინტერმა” საფირის თანამემამულე, თავდამსხმელი ისხაკ ბელფოდილი დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115308