ფეხბურთი

16:21 | 12.10.2013 | ნანახია 2864 - ჯერ

“ინტერმა” სამიზნეები ჩამოწერა

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, მილანის “ინტერი” დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. La Gazzetta dello Sport-ს იმ ფეხბურთელთა გვარები ჩაუვარდა ხელში, რომელთა შეძენასაც “ნერაძური” იანვარში ეცდება.

ზამთარში, მილანელები ალვარო პერეირას გაყიდვას გეგმავენ, მის ადგილას კი, რამდენიმე ფეხბურთელის კანდიდატურა განიხილება. სიაში არიან დომენიკო კრიშიტო (“ზენიტი”), ალექს სანდრო (“პორტუ”), ემილიანო ინსუა (“ატლეტიკო”) და შიმე ვრსალკო (“ჯენოა”).

ცნობისათვის, 2014 წლის ზაფხულში, “ინტერთან” კონტრაქტი 8 ფეხბურთელს ეწურება. ესენი არიან: ლუკა კასტელაცი, კრისტიან კივუ, ვალტერ სამუელი, ხავიერ ძანეტი, გაბი მუდინგაი, მაკდონალდ მარიგა და დიეგო მილიტო.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:34 | 12.10.2013
GraF.C.B (3514)

კაშია მიამატეთ თქვენი თვალები მ....

16:31 | 12.10.2013
GOVEN (4940)

ინტერი პორტუს ფეხბურთელების გაფუჭებაში მაგარია რა! კუარეზმა ჩაკლა, ალვარო პერეირა რას უბერავდა პორტუში ეგეც ჩაკლეს!

0.126497