მილანის “ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, როდრიგო პალასიომ იტალიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას “ნერაძურის” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
პალასიოსა და “ინტერს” შორის აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს გასდიოდა, მაგრამ მხარეები თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
პალასიო, რომელიც ამჟამად 32 წლისაა, “ინტერში” 2012 წლიდან თამაშობს. მილანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 65 თამაშში მან 35 გოლი გაიტანა.