28 წლის სლოვენიელი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი “ინტერის” სრულფასოვანი წევრი გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მილანელებმა მისი სატრანსფერო უფლებების დარჩენილი 50% გამოისყიდეს.
გასულ ზაფხულში, “ინტერმა” ჰანდანოვიჩის სატრანსფერო უფლებების 50% “უდინეზესგან” შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ “ნერაძურიმ” სეზონი ჩააგდო, ამას სლოვენიელ მეკარეზე ვერ ვიტყვით. მან თავი კარგად წარმოაჩინა და მილანელებს სატრანსფერო უფლებების მე-2 ნახევრის გამოსყიდვისკენ უბიძგა. არაოფიციალური ინფორმაციით, საერთო ჯამში, “ინტერს” ჰანდანოვიჩის ტრანსფერი 11 მილიონი ევრო დაუჯდა.