ფეხბურთი

23:59 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” გუარინისა და ვუჩინიჩის გაცვლა იუარა

“ინტერსა” და “იუვენტუსს” შორის ფრედი გუარინისა და მირკო ვუჩინიჩის გაცვლაზე შეთანხმება ვერ შედგა. ამ ინფორმაციას მილანური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ცნობილია, რომ გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა მასიმო მორატისთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მიიღო. “ინტერის” ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “საფეხბურთო კლუბმა “ინტერმა” გადაწყვიტა ფრედი გუარინისა და მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერებთან დაკავშირებით “იუვენტუსთან” მოლაპარაკებები აღარ განაგრძოს. ერიკ ტოჰირმა, მასიმო მორატისთან და კლუბის მმართველობის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ტრანსფერი კლუბისთვის ტექნიკური და ფინანსური მხრივ მომგებიანი არ იქნებოდა. კლუბის პრეზიდენტმა სპორტულ დირექტორს უკვე დაავალა სხვა ტრანსფერებზე ზრუნვა, რომლებიც გუნდს გააძლიერებს და ფინანსური ფეირ ფლეის წესების შესაბამისი იქნება.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110405