ფეხბურთი

18:38 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერისა” და “იუვენტუსის” გულშემატკივრების სოლიდარობა “მილანს”

იტალიაში, ცოტა ხნის წინათ დასჯილი “მილანისთვის” სოლიდარობის გამოსცხადებლად, პრინციპული მეტოქეების გულშემატკივრები ერთიანდებიან.

ცოტა ხნის წინათ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “როსონერი” 50 ათასი ევროთი დააჯარიმა და “მილანი”-“უდინეზეს” მატჩზე გულშემატკივრების შესვლა აკრძალა. ამის მიზეზი “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის გამართული შეხვედრის დროს, სტუმარი გუნდის გულშემატკივართა მხრიდან “ტერიტორიული დისკრიმინაციის” გამოვლინება იყო. კონკრეტულად, მილანელები ნეაპოლელების შეუარცხმყოფელი შეძახილებით გამოირჩეოდნენ.

კლუბის დასჯის შემდეგ, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ მისი გუნდის გულშემატკივართა მხრიდან მსგავსი რამ არავის გაუგია, რადგან ტრიბუნებიდან მხოლოდ მარიო ბალოტელის შეურაცხყოფა ისმოდა. გალიანის თქმით, დარღვევას ადგილი რომც ჰქონოდა, სასჯელი მაინც უსამართლოა, რადგან თავად “ტერიტორიული დისკრიმინაციის” დასჯადობა გაუმართლებელია.

თანაქალაქელებს თანადგომას უცხადებენ “მილანის” პრინციპული მეტოქის, “ინტერის” გულშემატკივრები, რომლებიც სხვა იტალიელ ქომაგებს სტადიონებზე წესრიგის დარღვევისკენ მოუწოდებენ. იტალიური პრესის ცნობით, “ინტერის” გულშემატკივრებს “იუვენტუსის” მხარდაჭერებიც შეუერთდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110297