მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების 20 წლის ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ინტერესის სფეროში მოექცა. fichajes.net-ის ცნობით, ამ ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი კლუბის ახალი მფლობელი ერიკ ტოხირია. იგი მზადაა, ვარანის სანაცვლოდ “სამეფო კლუბს” 35 მილიონი ევრო შესთავაზოს.
მილანელები მადრიდელებთან და თავად ფეხბურთელთან მოლაპარაკების დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებენ. შეთანხმების შემთხვევაში, ტრანსფერი 2014 წლის ზაფხულში განხორციელდება.
რაფაელ ვარანმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა.