კატალონიის “ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი ალექს სონგი მილანის “ინტერის” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მალე დაიწყება. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები, უცნობია. კამერუნელი “კამპ ნოუზე” თავს არცთუ კომფორტულად გრძნობს და მზადაა, კლუბი შეიცვალოს.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში, სონგმა მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა. აქვე შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა 26 წლის კამერუნელი ლონდონის “არსენალისგან” შეიძინეს.