ფეხბურთი

12:54 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” მარტინესისთვის 20 მილიონს პერეირას ამატებს

 

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გაძლიერებას კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური “პორტუს” თავდამსხმელ ჯექსონ მარტინესით გეგმავს.

პორტუგალიურ და იტალიურ პრესაში ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ და ვარაუდობენ, რომ ვაჭრობა 20 მილიონი ევროდან დაიწყება. A Bola-ს ინფორმაციით, მილანელები მზად არიან გარიგებაში ურუგვაელი მცველი ალვარო პერეირა ჩართონ, რომლის ტრანსფერიც 10 მილიონად ფასდება.

მაგრამ, შესაძლოა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ 27 წლის მარტინესის კონტრაქტი 40 მილიონ ევროდაა შეფასებული და ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა “პორტუ” ფასის დაწევას. პორტუგალიის ჩემპიონატის განვლილ 10 ტურში მარტინესმა 8 გოლი გაიტანა და ერთხელ მეტოქის კარი ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც აიღო.

 

0.117516