მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის ნდობას უცხადებს. იტალიური პრესის ცნობით, არცთუ სახარბიელო შედეგების მიუხედავად, “ნაპოლის” ყოფილი თავკაცი “ნერაძურიში”, სულ ცოტა, სეზონის ბოლომდე დარჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერი” უახლოესი მატჩების შედეგებიდან გამომდინარე გადაწყვეტდა მაცარის ბედს, მაგრამ როგორც ირკვევა, იტალიელს სამუშაო ადგილი ზაფხულამდე გარანტირებული აქვს.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის 22 ტურის შემდეგ, ”ინტერი” მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 11 ქულა აშორებს.