მილანის “ინტერი” მადრიდის “რეალის” მცველის – ფაბიუ კოენტრაუს შეძენითაა დაინტერესებული. თუტტომერცატო-ს ცნობით, “ნერაძური” პორტუგალიელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდება.
როგორც ირკვევა, კოენტრაუს აგენტი ჟორჟე მენდეში “ინტერის” პრეზიდენტ ერიკ ტოხირს შეხვდა და ტრანსფერის დეტალები განიხილა. მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
მიმდინარე სეზონში, კოენტრაუმ “რეალის” მაისურით 20 მატჩი ჩაატარა. “ინტერის” გარდა, პორტუგალიელის შეძენა “მანჩესტერს”, “მილანს”, “ლივერპულსა” და “იუვენტუსსაც” სურთ.