ფეხბურთი

14:40 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” დე ბურს უარყოფს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელთა განცხადებით, კლუბი მთავარი მწვრთნელი პოსტზე ამსტერდამის “აიაქსის” თავკაცის – ფრანკ დე ბურის მიწვევას არ გეგმავს. საუბარი იმდენად სერიოზული იყო, რომ “ნერაძურის” მფლობელ ერიკ ტოხირს მილანელთა ოფიციალური საიტისთვის კომენტარის გაკეთება მოუწია.

“დე ბური ნამდვილად კარგი მწვრთნელია, მაგრამ მასთან მოლაპარაკება არ გვქონია. ჰოლანდიელს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ”, - განაცხადა ტოხირმა.  

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 26 ტურის შემდეგ, “ინტერი” სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

 

0.119149