ფეხბურთი

19:52 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” არგენტინელებს ემშვიდობება

30 ივნისს, მილანის “ინტერს” ვეტერანი არგენტინელები – დიეგო მილიტო და ესტებან კამბიასო დაემშვიდობებიან. აპენინური მედიის ცნობით, სამხრეთამერიკელები თავისუფალი აგენტები გახდებიან და ახალ კლუბს მოძებნიან.

“გადავწყვიტეთ, კამბიასოსთან კონტრაქტი აღარ გავახანგრძლივოთ. რაც შეეხება მილიტოს, მასთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ გზების გაყრა ორივესთვის კარგი იქნება. იმედია, დიეგო ხვალინდელ გამარჯვებაში თავის წვლილს შეიტანს. ეს მილანური კარიერის ბრწყინვალე დასასრული იქნება”, - განაცხადა “ნერაძურის” სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ.

ცნობისათვის, კამბიასო “ინტერში” 2004 წლიდან თამაშობს, მილიტო – 2009 წლიდან.

 

0.114381