“ბარსელონას” ერთ_ერთმა ლიდერმა, ანდრეს ინიესტამ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებისა და კარიერის ამ გუნდში დასრულების სურვილი გამოთქვა.
“ჩემი ოცნები კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაა. ჩემს ამ გეგმაში არაფერი შეცვლილა და ახალი კონტრაქტის გაფორმებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
როდესაც მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებით, იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად დასრულდება, რადგან მეც და კლუბსაც ერთი და იგივე გვსურს.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Gოალ-ი.
29 წლის ინიესტას, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მთელი კარიერა “ბარსელონაში” აქვს გატარებული.