ფეხბურთი

14:55 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტამ და ვერმალენმა, შესაძლოა "ატლეტიკთან" ითამაშონ

 

ესპანური მედიის ცნობით, კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი და ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა, უახლოეს დღეებში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებენ და თუ მოვლენები გეგმაზომიერად განვითარდება, ბილბაოს “ატლეტიკთან” პრიმერადივიზიონის მესამე ტურის მატჩში მონაწილეობას შეძლებენ.

მოგეხსენებათ, ბელგიელი ფეხბურთელი "ბარსელონას" ტრავმირებული შეუერთდა და ჯერ ინდივიდუალურად დაიწყო ვარჯიში, ხოლო ახლა უკვე სრულფასოვნად მოემზადება.

რაც შეეხება ესპანელს, ინიესტას მუხლის ტრავმა აწუხებდა და "ვილიარეალის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრებშიც ვერ მოახერხა ასპარეზობა.

“ბარსელონა”-“ატლეტიკის” დაპირისპირება 13 სექტემბერს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.

გიორგი ბალახაძე

0.144457