ინგლისის ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს ჩილესთან გასამართ ამხანაგურ მატჩს დანაკლისით ხვდება.
The Guardian-ის ცნობით, “ლივერპულის” ფეხბურთელები - სტივენ ჯერარდი და დანიელ სტარიჯი ნაკრების უახლოეს შეხვედრას გამოტოვებენ, თუმცა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ისინი 19 ნოემბერს გერმანიასთან შეხვედრაში თამაშს მოახერხებენ.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ მაიკლ კერიკს აქილევსი აწუხებს და ამის გამო ის ორივე თამაშს გამოტოვებს.