ფეხბურთი

20:05 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელის ზღვარგადასული უხეშობა და ყენიას ტრავმა

უკრაინულმა "კარპატიმ" თურქეთში 0:1 წააგო ნორვეგიულ "ტრომსიოსთან". ლევან ყენია და ბუბა დაუშვილიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ბუბამ ბოლომდე ითამაშა, ხოლო ყენია მე-11 წუთზე შეცვალეს...
"ტრომსიოს" ინგლისელ ნახევარმცველ ჯოშ პრიჩარდსს, ეტყობა, გონება გადაეკეტა, ისეთი რამ მოიმოქმედა - უხიფათო სიტუაციაში ორივე ფეხით გამეტებით ჩაუხტა ყენიას, თანაც უკნიდან. აშკარად მიზანმიმართული უხეშობა იყო და "კარპატის" საიტიც ასე წერს: "მხოლოდ ყვითელი ბარათი? გასაძევებელი იყო".
ლევანი ექიმებმა გაიყვანეს მინდვრიდან, ფეხი შეუხვიეს და ყენია სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა თამაშს. ექიმები მოგვიანებით იტყვიან, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115737