ფეხბურთი

13:19 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილურიძის ქულა “ზადართან”

ხორვატიის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურში, სპლიტის “ჰაიდუკმა”, სადაც გიორგი ილურიძე გამოდის, სტუმრად “ზადართან” 1:1 ითამაშა.

ქართველი თავდამსხმელი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. მე-5 წუთზე ანგარიში სპლიტელმა მიკანოვიჩმა გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე ჰრგოვიჩმა თანაფარდობა აღადგინა. “ჰაიდუკს” 37 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა – ლიდერ ზაგრების “დინამოს” 3 ქულით ჩამორჩება.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-19 ტურში, “ჰალეშერი”, რომელშიც აკაკი გოგია თამაშობს, სტუმრად აუტსაიდერ “ბურგჰაუზენთან” 0:1 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ჰალეშერმა” გოლი 42-ე წუთზე გაუშვა, როდესაც ზიებიგმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. “ჰალეშერს” 24 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-13 ადგილზეა.

“უნტერჰახინგმა” შინ “ჰეიდენჰეიმთან” 0:3 წააგო. ლუკას ჰუფნაგელი მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. მისი გუნდი 27 ქულით მე-8 პოზიციაზეა.


0.111538