ფეხბურთი

15:45 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილურიძე - “ჰაიდუკის” შესაძლო ჯოკერი

ქართველი გიორგი ილურიძე ხორვატიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა Jutarnjhi-ს ვერსიით. როგორც იცით, სპლიტის “ჰაიდუკმა” გასულ ტურში 1:0 სძლია “ზადარს” და ეს ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

“ყურადღებას იქცევს ქართველი ილურიძე. ის იმიტომაც მოიყვანეს “ჰაიდუკში”, რომ შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა და ვინ იცის, იქნებ ჩემპიონობისაც. მას ორიგინალური მოქმედებები აქვს და შეუძლია “ჰაიდუკის” ჯოკერი გახდეს. სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდა გუნდს. ქართველი სახიფათოა მეტოქის კარიდან 20 მეტრის დაშორებით, იქიდან ბევრ ხიფათს ქმნის” - წერს ხორვატული გამოცემა.

შეხსენებისთვის, “ჰაიდუკი” ამჟამად მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ზაგრების ‘დინამოს”.

 

0.115898