ჭადრაკი

11:45 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილუმჟინოვი მაღალი რანგის ტურნირებს გვპირდება

ფიდეს პრეზიდენტის კირსან ილუმჟინოვის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ურეკში შედგა შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. ააღნიშნულის შესახებ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახური იუწყება.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ფიდეს პრეზიდენტის თანაშემწე ბერიკ ბალგაბაევი, განხილული იქნა საქართველოში ჭადრაკის განვითარების შემდგომი პერსპექტივები და მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა.

კერძოდ, 2014 წელს მსოფლიოს ქალთა გრანპრის ეტაპის, 2015 წელს მსოფლიოს 16 წლამდე საჭადრაკო ოლიმპიადის, 2016 წელს მსოფლიოს ინტელექტუალური თამაშების, 2017 წელს მსოფლიოს ვაჟთა თასის გათამაშების და 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობები.

შეხვედრის შემდეგ გაიმართა სადილი, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრემიერმინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

0.131331