კალათბურთი

20:18 | 11.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩმა ტრავმა ბოლომდე მოირჩინა

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკდემიას” სერბმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა მილე ილიჩმა (02.06.84, 215 სმ) ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგანხსენებთ, რომ ილიჩი “შსს აკადემიას” მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ შეუერთდა და პირველივე ვარჯიშში მარჯვენა ხელის მაჯა იღრძო, რის გამოც 5 დღე აღარ უვარჯიშია. აღნიშნული ტრავმის მიუხედავად, ილიჩმა საქართველოს თასის მეოთხედფინალში “ქუთაისი-2010”-ის წინააღმდეგ ორივე შეხვედრა ჩაატარა და მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის პირველ ტურში “მაკაბის” წინააღმდეგ ითამაშა. მე-2 ტურში “შსს აკადემია” ისვენებდა. მე-3 ტურში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ექსჩემპიონ “არმიას” დაუპირისპირდება.

0.121969