ფეხბურთი

18:10 | 25.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ილიჩივეცის” თავკაცი: “თარგამაძისა და ოქრიაშვილის ბედი ახალ წლამდე გაირკვევა”

 

მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარი მწვრთნელის ნიკოლაი პავლოვის თქმით, დავით თარგამაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის დუეტით იმედგაცრუებულია, რადგან მიიჩნევს, რომ მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ.

ამის შესახებ პავლოვმა “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინესთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

“მართლაც, მათი პოტენციალი გაცილებით მეტია, ვიდრე ის რაც ჩვენი ერთობლივი მუშაობის პერიოდში გამოავლინეს. საქართველოს ნაკრებში ყოფნა ამ ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახა. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, თარგამაძე და ოქრიაშვილი კლუბში სამი დღე არ გამოჩენილან, ხოლო “ილიჩივეცში” მორიგ თამაშამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდნენ. თან, არცთუ კარგ სათამაშო ფორმაში იყვნენ. მას შემდეგ, ორივემ იმ სათამაშო დონეს რაც შეუძლიათ, ვეღარ მიაღწიეს.

კლუბის სპორტული დირექტორი ევგენი კანანა ამჟამად ქართველების საკითხს იმ კლუბების ხელმძღვანელებთან და აგენტებთან ერთად განიხილავს, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან. გუნდის შეცვლა თავად ფეხბურთელებსაც სურთ, რადგან მიიჩნევენ, რომ “ილიჩივეცისთვის” უკვე “გადაიზარდნენ”, ხოლო იჯარაში ხანგრძლივი დროით ყოფნა, მათ მორალურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ვფიქრობ, ახალ წლამდე უკვე გვეცოდინება თარგამაძისა და ოქრიაშვილის საკითხი როგორ გაირკვევა. ყოველ შემთხვევაში, 8 იანვარს როდესაც გუნდი შვებულების შემდეგ მარიუპოლში შეიკრიბება, ორივე ლეგიონერის ბედი საბოლოოდ გაირკვევა”.

0.112994