უკრაინული "ილიჩივეცის" მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა განაცხადა, რომ თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის საკითხი კვლავ ღიადაა და ამ ფეხბურთელების საკითხი დონეცკის "შახტარმა" უნდა გადაწყვიტოს.
"მათი ბედი ჯერ გაურკვეველია. ოქრიაშვილი და თარგამაძე თბილისში არიან, მათზე სხვა ინფორმაცია კი არ გაგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამაჩნია. ამ საკითხს "შახტარის" ხელმძღვანელობა მიხედავს".
პავლოვს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. "შახტარს" ეკუთვნიან ქართველი ფეხბურთელები და ბუნებრივია, უფასოდ არ დათმობენ. ცნობილია, რომ ოქრიაშვილისა და თარგამაძის მიმართ ინტერესს "ჩერნომორეცი" იჩენს.